
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან, რონი მესხთან ერთად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილი საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. „საუბარი შეეხო გასული თვეების სტატისტიკურ მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც, ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა










