
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, კობა ხაბაზზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრზე, კობა ხაბაზზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. „ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს უწყებაში. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, კობა ხაბაზს პარტიის ოფისთან დაესხნენ თავს. როგორც თავად კობა ხაბაზი აცხადებს, პარტიის ოფისიდან გამოსვლის დროს 50-მდე პირი დაესხა თავს.










