
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო. მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. მოსამართლის გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს, საბა ჯიქიას ადვოკატი ნინო მჭედლიშვილი. „საბა ჯიქიას ედავებიან, რომ ფეხი ჩაარტყა პოლიციის თანამშრომელს სხეულის არეში. თუმცა ბრალდების









