
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს – აქცია გასცდა კანონის ნორმებს, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. შსს მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.










