
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილე სამართალდამცველს ფიზიკურად დაუპირისპირდა
დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველს ხელი გაარტყა. დღევანდელ აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობის დროსაც.










