
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს – 18-19 ნოემბერს თსუ-ში განთავსებული არ ყოფილა სპეციალური შტაბი, უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შსს-ს განმარტებით, თსუ-ს არც შენობაში და არც ეზოში განთავსებული არ









