
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულ იქნა ხუთი პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა. ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული









