
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული, ყაზახეთის მოქალაქე ბ.ა., სომხეთის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ჰ.ა. და გერმანიის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ო.ქ. სხვადასხვა დროს დააკავეს.










