
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა, კიდევ ექვს პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ ექვს პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში










