
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, აჭარის რეგიონში, ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ადგილას სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. შედეგად, დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა. „კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად










