
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,








