- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ჯუანშერ ბურჭულაძე – მიხეილ სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია და დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება იქნა მიღებული
ყოფილი პრეზიდენტის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით დღეს თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია. მიღებული იქნა დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი დანაყოფი პარალელურად აწარმოებს მოკვლევით სამუშაოებს. „კიდევ ერთხელ ცალსახად გავიმეორებ, რომ პრეზიდენტის ჩარტერები რომ თავდაცვის უწყებიდან ფინანსდებოდა, მინიჭებული იყო გრიფით საიდუმლო სტატუსი, ვინ იყვნენ თანმხლები პირები, რა







