
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო, სიახლეები
მედია – ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გამართოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად მოლაპარაკებები გამართოს, – ამის შესახებ Azernews იუწყება. როგორც სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, აღნიშნულის შესახებ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2023 წლის 14 მაისს ბრიუსელში









