
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე – მხოლოდ ხელისუფლების აქტიურობა ვერ შექმნის შესაძლებლობას, რომ სრულად იყოს მიღწეული დეპოლარიზაცია
ბატონი ბორელის განცხადება აბსოლუტურად კორექტული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ალბათ ჯობდა, თავი არ შეეკავებინა იმის თქმისგან, ვინ არის ხელისშემშლელი დეპოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, დეპოლარიზაცია მხოლოდ ხელისუფლების სურვილით ვერ მიიღწევა. „ვისმენდით ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებებს ცხელი შემოდგომის ანონსებთან დაკავშირებით, სხვა პოლიტიკური პარტიებისგან სისხლიანი რევოლუციებით სცენარების განვითარების პერსპექტივებზე საუბარს და










