
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
რობინ დანიგენი – საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატო-სთან, დასავლეთთან, პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად, მეც ვუჭერ მხარს ამ გზას
მოუთმენლად ველოდები საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. „ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, წარმოვადგენდე პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც








