• November

    27

    2026
  • 25
  • 0
სულხან თამაზაშვილი – თურქ კოლეგასთან საუბრის ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, აქცენტს გავაკეთებდი უფრო საინტერესო ნაწილზე, რომელიც დღის პირველ ნახევარში უკვე გვქონდა

სულხან თამაზაშვილი – თურქ კოლეგასთან საუბრის ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, აქცენტს გავაკეთებდი უფრო საინტერესო ნაწილზე, რომელიც დღის პირველ ნახევარში უკვე გვქონდა

თურქ კოლეგასთან საუბრის ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, აქცენტს გავაკეთებდი უფრო საინტერესო ნაწილზე, რომელიც დღის პირველ ნახევარში უკვე გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართულ მხარეს დღის პირველ ნახევარში უკვე ჰქონდა ინფორმაცია ღია წყაროებიდან, რომ ქომაგები პოზირებდნენ პროვოკაციული შინაარსის ბანერებთან, რაც მინისტრის შეფასებით, ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურაცხმყოფელი.

„მეც მოვუსმენე ამ ჩანაწერს, ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერია ჩვენი საუბარი, თუმცა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი დღეს. აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როდესაც ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე დღის პირველ ნაწილში გვქონდა ინფორმაცია. ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურაცხმყოფელი. ამაზე ჰქონდათ ძალიან ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს.

ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია საზღვარზე, საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით ასამდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახებ მალევე, ჯერ კიდევ მატჩამდე, საპოლიციო ატაშიების მეშვეობით მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. მოგვიანებით სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას. ავუხსენი, მათ შორის, ის, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება, რომ მომხდარიყო მატჩის დროს, სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება, მართლაც უმართავი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს. დაახლოებით 14-15 საათზე გავრცელდა ეს ბანერები ღია წყაროებში და საღამოს უკვე აღკვეთილი იყო. არცერთი ბანერის გამოყენება სტადიონზე, სპორტული ღონისძიების დროს არ მომხდარა, რაც არის საამაყო და ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩემს კოლეგასთან ამით დავიწყე საუბარი, რაზეც მადლობა გადაგვიხადა. შემდეგ ჰქონდათ კითხვა, მაგალითად, დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით იკითხა, რატომ გახდა ამის აუცილებლობა და ვუპასუხე, რომ ეს არ იყო ჩვენი მხრიდან. კადრებშიც ჩანს, იქ სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის, ეს კანონი არის მოწესრიგებული უეფა-ს მიერ, ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის დროშები, რომელმაც შესაძლოა, სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა აკრძალულია. უეფა-ს დელეგატის სტადიონზე იმყოფებოდა, ყველა მატჩის წინ ტარდება მატჩისწინა თათბირი, ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები, მათ შორის, განხილული იყო ეს საკითხი და უეფა-ს წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარდა თურქეთის სახელმწიფო დროშა, ისრაელის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო დროშისა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო. ეს პირობა დაირღვა და უეფა-ს დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებს ეს უნდა აიღოთ, ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებისკენ, ის იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ამასთან, სულხან თამაზაშვილს კითხვა დაუსვეს, მოითხოვა თუ არა მას თურქმა კოლეგამ დაკავებულების გათავისუფლება, რაზეც თამაზაშვილმა უპასუხა: „კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მქონოდა ეს ჩანაწერი, აუცილებლად გამოვაქვეყნებდი მთელ ჩანაწერს. მსგავსი კითხვა არ დაუსვამს ჩემს კოლეგას, თუმცა ვუთხარი, რომ ამდენმა პოლიციელმა მიიღო დაზიანება და ამდენი ადამიანი არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ საპოლიციო ღონისძიების დროს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ქომაგების დაკავება. ზოგადად, ქომაგების გადაჭარბებული ემოციები და აგრესია ცნობილია. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და არც გუშინდელი დღე იყო გამონაკლისი. აქედან გამომდინარე, მიზანი მათი დაკავება არ ყოფილა. მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების გარიდება. ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და ყველა წარმოებაზე აუცილებლად დადგება შედეგი. შედეგში ვგულისხმობ, რომ მათ შორის შესაძლებელია, იმსჯელებს ამაზე სასამართლო, აეკრძალოთ მათ შემოსვლა ქვეყანაში გარკვეული პერიოდით“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილისა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბრის ვიდეოჩანაწერი რამდენიმე თურქულ მედიაში გავრცელდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor