- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ოთარ ფარცხალაძე – ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აცხადებს. როგორც ფარცხალაძე „რუსთავი 2“-სთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, ყველამ, ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული. „ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ








