
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი ზარქუა – მადლობა სუს-ს ამ პრევენციისთვის, გავიგეთ, რისთვისაც ემზადებიან, ამ ხელმოცარულებს არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყანა არიონ
მადლობა სუს-ს ამ პრევენციისთვის, გავიგეთ, რისთვისაც ემზადებიან, ამ ხელმოცარულებს არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყანა არიონ და შემდეგ მეორე ფრონტი აქედან გაიხსნას, გამორიცხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „შესაბამისმა სტრუქტურებმა განცხადება გააკეთეს იმ სავარაუდო რევოლუციურ სცენარზე, რომლისთვისაც ეს ხელმოცარული რადიკალები ემზადებიან და კონკრეტული გვარებიც გაჟღერდა. მინდა, სუს-ს ამ კვალიფიციური მუშაობისთვის მადლობა ვუთხრა.









