
ვინ გადასცა ადვოკატ ლევან ჭიღლაძის კონფიდენციალური დისციპლინური საქმის სენსიტიური ინფორმაცია მესამე პირებს ?
ერთი დისციპლინური საჩივრის მიღმა გაჩენილი გაცილებით მძიმე კითხვა – მოხდა თუ არა კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა ადვოკატთა ეთიკის კომისიიდან და ვინ უნდა აგოს პასუხი ? საქართველოს ადვოკატთა პროფესიული თვითრეგულირების სისტემაში ერთი კონკრეტული დისციპლინური საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შესაძლოა გაცილებით ფართო და პრინციპულ პრობლემაზე მიუთითებდეს. ადვოკატმა ლევან ჭიღლაძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას წარუდგინა პოზიცია დისციპლინურ საქმეზე










