• August

    16

    2024
  • 93
  • 0
ალექსანდრ ლუკაშენკო – მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა, ეს არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს

ალექსანდრ ლუკაშენკო – მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა, ეს არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს

მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა. ეს არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს. ეს დასავლეთში სჭირდებათ. მე არ შემიძლია ფაქტების გამჟღავნება, რადგან გასაიდუმლოებულია, თუმცა ზოგჯერ ისინი ღიად საუბრობენ – მაღალი რანგის პიროვნებები ამბობენ, დაე, რუსებმა და უკრაინელებმა სცემონ ერთმანეთი და ყველა დაიღუპოს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ არც რუსეთი და არც ბელარუსი არ არიან დაინტერესებული ფრონტის ხაზის გაფართოებით.

„მთელი საზღვარი 1 200 კილომეტრია. ახლა ფრონტის ხაზი ჩრდილო-აღმოსავლეთით 1000 კილომეტრია. მზად ვართ მეტისთვის? არა. კურსკმა აჩვენა ეს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია და არ გვინდა ომი მთელი ნატო-ს წინააღმდეგ. ჩვენ ეს არ გვინდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor