• September

    19

    2024
  • 93
  • 0
ანა დოლიძე – გიორგი გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა

ანა დოლიძე – გიორგი გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა

გიორგი გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გამიკვირდა გიორგი გახარიას პოსტი. მამუკა ხაზარაძემ მოლაპარაკებების პროცესი წარმართა მთლიანი კოალიციის სახელით, იმ მთავარი ამოცანის გათვალისწინებით, რაც არის ევროპული კურსის დაბრუნება და სახელმწიფოს განქოცება. ამ მიზნისთვის მან მნიშვნელოვანი პიროვნული ნაბიჯებიც გადადგა კონკრეტულად გიორგი გახარიას მიმართ და ეს ხაზგასასმელია. ამით მან ასევე საფუძველი დაუდო ახალ პოლიტიკურ კულტურას და მომავალში კოალიციურ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი. ამ პირობებში გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია.

ჩვენ ვართ კოალიცია და კოალიციაში დამახასიათებელია დისკუსია, მსჯელობა და მრავალხმიანობა. ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის კოალიციის მუშაობის მთავარი პრინციპი. სწორედ, ამ პრინციპით იმუშავებს შემდეგი ხელისუფლება. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის ყველაზე ფართო კოალიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტი ამ მრავალფეროვნებას პატივს სცემს.

არქიფოს მართვის პრინციპებს სწორედ მრავალხმიანობის იდეით ვამარცხებთ.

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ახლა ჩვენი კოალიციის დაზიანება ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია და ამისთვის ჯაფას არ დაიზარებენ უსაფრთხოების სამსახურები.

რაც შეეხება გახარიას, მოხარული ვარ, რომ უკვე მომზადებულია საფუძველი მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის“,- წერს ანა დოლიძე.

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის საარჩევნოდ პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მონაწილეობით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები. დღეს მორიგი შეხვედრა იყო დანიშნული, თუმცა პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „გახარიას პარტიასთან ხელმოსაწერად მზად იყვნენ“.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor