• May

    11

    2026
  • 80
  • 0
ანდრეი სიბიგა – გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები

ანდრეი სიბიგა – გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები

გვსურს, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში, ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო. მოსაზრებების კარგი გაცვლა. მზად ვართ, გავაგრძელოთ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.

„უახლოეს მომავალში მოლდოვაში ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები. გვსურს, შესაბამისი ფორმით დავარეგულიროთ ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური კურსი. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოებები ამას იმსახურებენ. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე სენსიტიური საკითხი, მაგრამ წინსვლისთვის მზად ვართ“,  – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor