• January

    27

    2025
  • 88
  • 0
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა. მთავრობის მეთაური აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, აჰმედ ალ საიემ გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანაში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საინვესტიციო პროექტებს თბილისსა და გონიოში განახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან, ასევე აბუ დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ დაბის პორტების ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში და თბილისის მშრალი პორტის პროექტს ახორციელებს.

„ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის სამაგალითო ქვეყანა პროგრესის, ეკონომიკური წინსვლის კუთხით და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას სერიოზული სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის, პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან. ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში. „ემაარ ჯგუფი“ არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, რესურსებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა. ძალიან მალე პროექტის განხორციელება დაიწყება. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, თბილისისა და აჭარის განვითარებას, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ეს პროექტი ყველა კუთხით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor