• April

    28

    2026
  • 122
  • 0
„ატლანტიკი“ – პენტაგონი შესაძლოა, ტრამპს ომზე სრულ სურათს არ აცნობდეს, ვენსმა არაერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ომის სამინისტროსგან ირანზე მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა

„ატლანტიკი“ – პენტაგონი შესაძლოა, ტრამპს ომზე სრულ სურათს არ აცნობდეს, ვენსმა არაერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ომის სამინისტროსგან ირანზე მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა

პენტაგონი, შესაძლოა, ტრამპს ომის შესახებ სრულ სურათს არ უყვებოდეს – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ატლანტიკი“. გამოცემის თანახმად, დახურულ შეხვედრებზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა არაერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ომის სამინისტროს მიერ ირანთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა და ამერიკული რაკეტების მარაგების საკითხი დასვა.

„ატლანტიკის“ თანახმად, ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა პენტაგონის მიერ ომის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეში.

ვენსმა ასევე გამოთქვა შეშფოთება გარკვეული სარაკეტო სისტემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს.

„საბრძოლო მასალის მარაგების მკვეთრი შემცირების შედეგები პოტენციურად სავალალოა: აშშ-ს ძალებს იმავე მარაგებიდან მოუწევთ საბრძოლო მასალის გამოყენება, რათა დაიცვან ტაივანი ჩინეთისგან, სამხრეთ კორეა – ჩრდილოეთ კორეისგან და ევროპა – რუსეთისგან“, – წერია სტატიაში.

ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა და გენერალმა დენ კეინმა, რომელიც გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეა, საჯაროდ განაცხადეს, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი საკმაოდ დიდია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor