• November

    19

    2026
  • 30
  • 0
აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სამიტი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.​

„ბიბისის“  ცნობით, აშშ-ის გუნდმა შეხვედრის ადგილი უკვე დატოვა და მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ში უახლოეს საათებში დაბრუნდება.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერთა შეკრება არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, რომელიც გარდამტეხი მნიშვნელობისაა.

„ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მაგალითი უნდა მისცენ სხვებს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანამშრომლობით, ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე უფრო დიდი წვლილი შეიტანონ კაცობრიობის პროგრესში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვით „ნამდვილად ისტორიას ქმნიან“.

„ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, შევინარჩუნოთ პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ხალხებზე, არამედ მთელ პლანეტაზე“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ჩვენი ხალხები, რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები შეძლებენ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში​“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor