• October

    18

    2024
  • 81
  • 0
„ბილდი“ – ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ შემდგომი ესკალაციის საფრთხის გამო არ მოიწონა

„ბილდი“ – ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ შემდგომი ესკალაციის საფრთხის გამო არ მოიწონა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, შემდგომი ესკალაციის შიშით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ ძირითადი პუნქტები უარყო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.

კერძოდ, შოლცმა გააკრიტიკა ზელენსკის გეგმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ.

„ბილდის“ თანახმად, შოლცი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომი არ გადაიზარდოს ომში რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის.

„ბილდის“ ინფორმაციით, შოლცმა განაცხადა, რომ ვერაფერი აიძულებს შეცვალოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.

შოლცმა ასევე თქვა, რომ დაბლოკავს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სწრაფ მოწვევას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor