• October

    19

    2024
  • 68
  • 0
ბიძინა ივანიშილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამ საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ

ბიძინა ივანიშილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამ საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და ამ საკითხს კონსტიტუციაში ასახავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპულობა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ იმან განსაზღვრა, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა.

„მჯერა, რომ განსხვავებულის მიმღებლობა და ტოლერანტობა, ასე კარგად რომ ახასიათებს ჩვენ ერს, ქართველი კაცის ხასიათთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენში ღრმად გამჯდარი ქრისტიანული რწმენის დამსახურებაა. ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამ საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით საქართველოში მოქმედი არცერთი რელიგიური კონფესიის უფლება მინიმალურადაც კი არ შეიზღუდება, რისი გარანტიც იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor