• June

    1

    2026
  • 48
  • 0
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამრღვევმა სოფელ გოგნიაურში, სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეები.

„ტერიტორიიდან ამოღებულია 39 ერთეული მგვალი ხე-ტყე (მორი). შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა. მიმდინარე წელს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 140-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. სისტემური ღონისძიებების შედეგად ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor