• May

    6

    2026
  • 106
  • 0
გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის აკადემიად გარდაქმნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც სასწავლებელი განახორციელებს, მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე და ახალი პროექტების მხარდაჭერა.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში სტუმრობისას გეკა გელაძემ სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2026 წლის პირველი თებერვლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor