• May

    29

    2026
  • 20
  • 0
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის თანამშრომლებს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე მიულოცა

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის თანამშრომლებს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ მოადგილეებთან ერთად, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვეს.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის თანამშრომლებს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. როგორც გიორგი გვარაკიძემ ღონისძიებაზე განაცხადა, საქართველოს პროკურატურის პროკურორების და გამომძიებლების პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, თავდაუზოგავი შრომა, ცოდნა და გამოცდილება, საქართველოს მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„პროკურატურის თანამშრომლების საქმიანობა მხოლოდ პროფესია არ არის. ის არის ნდობა და ერთობა, ცხოვრების წესი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე თითოეულ ჩვენგანს აკისრია. სწორედ თქვენი პრინციპულობა, მიუკერძოებლობა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს მყარ საფუძველს და გამოგარჩევთ როგორც ძლიერ პროფესიულ გუნდს“ – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 65 თანამშრომელს, სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა 7 თანამშრომელს. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდნენ: ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს მრჩეველი ზოია პაპალაშვილი, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ალექსანდრე მუყასაშვილი და მცხეთის რაიონული პროკურორი გიორგი ბახტაძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor