• May

    13

    2026
  • 40
  • 0
გიორგი გვარაკიძე საქართველოში თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

გიორგი გვარაკიძე საქართველოში თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე. იმედი გამოითქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მესამე თანაშემწე უგურ ტაჰნალი, შინაგან საქმეთა საკითხთა მრჩევლები ჰაკან ბეჩელი და ნეჯმეტინ თეტიკი ესწრებოდნენ“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor