• December

    10

    2024
  • 141
  • 0
გიორგი კორძაძე : ელისაბედს და ,,ორი გვამის” მაძიებელს იმედები გაუცრუვდებათ

გიორგი კორძაძე : ელისაბედს და ,,ორი გვამის” მაძიებელს იმედები გაუცრუვდებათ

ბულინგის, მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის შემდეგ, ინტერნეტგამოცემა ,,GEO NEWS”-ის მიმართ თავდასხმები გრძელდება.

ზეწოლის მორიგ კამპანიას სათავეში ვაი ჟურნალისტი ელისო კილაძე ჩაუდგა, რომელიც შეეცადა ჩვენი გამოცემის დისკრედიტაცია მოეხდინა და დაგვადანაშაულა, რომ რუსული სპეცსამსახურები გვაფინანსებენ, რაც ბუნებრივია არის სიცრუე და ამ პროპაგანდის მიზანი ქართული მედია სივრციდან ,, GEO NEWS”-ის დისკრედიტაცია და გაქრობაა.

ჩვენი სააგენტოს იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს, რომლითაც ისინი უახლოეს პერიოდში მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ჩვენ, ,,GEO NEWS”– ის ჟურნალისტებს ამ გარემოებებიდან გამომდინარე გვიწევს სტრესულ პირობებში მუშაობა. ამ უმძიმესი ბრალდებების ფონზე, გამოცემის დაფუძნებიდან დღემდე ,,GEO NEWS” მაინც ეფექტურად განაგრძობს მუშაობას, რათა საზოგადოებას შესთავაზოს გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, რადგან ეს არის გუნდი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარება და სიმშვიდე.

მე, ჟურნალისტი, ,,GEO NEWS”-ის რედაქტორი გიორგი კორძაძე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ საკუთარ პრონციპებს და პროფესიულ სტანდარტს არც ერთ შემთხვევაში არ ვუღალატებთ და ელისო კილაძისნაირი ჩვენი პროფესიის ნალექი ვერასდროს შესძლებს საკუთარი ქაჯური გამოხტომებით, ან ჩვენი დამფუძნებელი, ანდაც გუნდის რომელიმე წევრი სამუშაო რეჟიმიდან ამოაგდოს და საკუთარი ოდიოზურობით დაგვთრგუნოს, რაც ელისაბედს, ისევე როგორც მისი ,,ორი გვამის” მაძიებელ პატრონს არასოდეს გამოუვათ.

გიორგი კორძაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor