
გომელაურის უწყების მიერ დადებული შედეგი და უხილავი ,,ვალსი” პროკურატურასთან ?!
,,GEO NEWS” სექტემბრის თვიდან მკითხველს აუწყებდა, რომ არაერთი ყალბი ექაუნთის გამოყენებით ჩვენი დამფუძნებლის სხვადასხვა სახით შეურაცხყოფა ხდებოდა, რაც მოიცავდა პირად ღირსებაზე შეხებას, პროფესიულ დაბულინგებას და შეურაცხყოფას, როგორც ქალზე. ბოლოს ჩვენ, 25 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით : ,,რუსეთის ,,მარიონეტები”, 26 ოქტომბერი და დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ,,მობუქსავე” გამოძიება” ? და აღვნიშნეთ, რომ ვინაიდან არჩევნების შემდგომ ერთგვარი ქაოტური პროცესები დაიწყებოდა, ჩვენ ამ თემაზე დროებით აღარ დავწერდით.
აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებიდან დღემდე, ყველამ ერთად მძიმე დღეები გამოვიარეთ. სამწუხაროდ, ჩვენი დამფუძნებლის ვერ გამოძიებული შეურაცხყოფის ფაქტების შემდგომ, ონლაინ ბულინგის სამიზნე ჩვენი რეგიონალური მიმართულების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ირაკლი გუნია გახდა. ასევე, ჩვენი იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი არაერთი ყალბი შეფასებისა და დამუქრების სამიზნე იყო, ხოლო რედაქტორი გიორგი კორძაძე თვალთვალის მსხვერპლი გახდა. ყველაფრის კულმინაცია კი ,,საღორიის ტყიდან” გამოვარდნილი ,,ყველაფერჩიკის” და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თაღლითი ხაზარაძისა და ქიზიყელი ბანკირის ნოდარ ჯავახიშვილის ,,აბსლუგა” ელისო, ელისაბედ კილაძე გახდა. მან უტიფარი, უმიზეზო და არაპროვიცირებული პირდაპირი თავდასხმა განახორციელა ჩვენს დამფუძნებელსა და მთლიანობაში ,,GEO NEWS”-სზე, რომელსაც რუსეთიდან ,,ფეესბე”-ს ხაზით დაფინანსების მიღება დააბრალა, რითაც ცხადი გახდა, რომ კოლექტიური დასავლეთის პროპ-აგიტატორის სამიზნე სწორედაც, რომ დაკვეთით გავხდით. ყველაფერზე პასუხი ელისო კილაძის უახლოეს მომავალში სასამართლოთი მოეთხოვება.
ამასობაში, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველომ ჩვენი აქტიური დახმარებით ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოამჟღავნა, რის შედეგადაც ჩვენი დამფუძნებლისთვის ფეიკ ექაუნთებით შეურაცხყოფის მიმყენებელი პირი გამოავლინა. ის სოციალურად დაუცველი, მძიმე ფსიქიკური ტრამვების ქვეშ მყოფი აუტისტი პირი აღმოჩნდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი დამფუძნებელი შეუყვარდა, როდესაც სოციალურ ქსელ ფეისბუქში მისი ფოტოსურათი ნახა. აღნიშნული პირის მიმართ გატარებული იქნა ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, რის საფუძველზეც მას ხელწერილი ჩამოერთვა და ჩვენს დამფუძნებელთან კომუნიკაცია აეკრძალა, რომელმაც დიდსულოვნად მიუტევა ამ მენტალური პრობლემების მქონე პირს და როგორც დაზარალებულმა აღარ მოითხოვა მისი სისხლისსამართლებრივი წესით დევნა.
ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისთვის გვსურს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს, რომლის მიერ წარმოებულ გამოძიებასაც, სამწუხაროდ, ძლიერი ,,უხილავი ხელი” აფერხებდა ( აფერხებს ) მადლობა ვუთხრათ. მათ მაინც შესძლეს ემხილებინათ ყალბი ექაუნთებიდან ჩვენი დამფუძნებლის მდევნელი სუბიექტი, თუმცა რჩება სისხლის სამართლის საქმეთა რიგი, რომელიც ქეთევან ხომერიკის ავტომობილის ზოგიერთი აქსესუარის დაზიანებას მოიცავს და დღემდე გამოუძიებელი რჩება.
ყველა გონივრული ვარაუდის გათვალისწინებით და ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ჩვენ შეგვექმნა შინაგანი რწმენა იმისა, რომ მხილებული პირი, რა თქმა უნდა, მონაწილეობდა ჩვენი დამფუძნებლის დევნაში, თუმცა ის მხოლოდ წინა ხაზზე გამოგორებული ,,პაიკია”, დაახლოებით ისევე, როგორც ,,საღორიას ბინადარი” კონკრეტული დაკვეთითა და მიზნებით.
ამიტომაც, ჩვენ მართებულად მიგვაჩნია, პირდაპირ დავასახელოთ იმ ეჭვმიტანილთა წრე, რომელიც ერთმანეთთანაც გადახლართულნი არიან სხვადასხვა სახის მანკიერებებით და ,,ეფშტეინის” კუნძულისა არ იყოს, ერთმანეთთან მრავალი ფარული ვნებით არიან დაკავშირებულნი, ამიტომაც ის, რაც ზედაპირზე არ ჩანს, მცირედი გადაფხეკვის შემთხვევაში, ისე აბრჭყვიალდება, როგორც ,,მიდასის” შეხებისას ნებისმიერი მინერალი.
ჩვენი მკითხველისთვის ამ პირთა ვინაობა სხვადასხვა მიმართულებითაა ცნობილი, ამიტომაც ვთავაზობთ კიდევ ერთხელ გაანალიზონ მათი დამალული რაობა და ზუსტად ჩაწვდნენ ბოროტების იმ პოტენციალს, რასაც თითოეული მათგანი ატარებს :
პირველი – ქიზიყელი ბანკირი ნოდარ ჯავახიშვილი, მეორე – მამა-შვილი ქუცნაშვილები, ძია ომარი და ვირეშმაკა ზაქარა, მესამე – ,,ორი გვამის” მსურველი, დეპრესიული პათოლოგი ვანო მერაბიშვილი და მისი ,,ნაცხროვა”.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირი ,,ობობას ქსელით” უკავშირდება ერთმანეთს და ყველა ერთად თურქული კომპანია ,,გენჩ ინშაათის” გამოყენებით საქართველოს ბიუჯეტიდან მრავალათასიანი თანხების ჩატეხვას. რის შესახებაც ჩვენი დამფუძნებელი ქეთევან ხომერიკი და მთავარი რედაქტორი გიორგი კორძაძე მრავალი წლის განმავლობაში არაერთ საგამოძიებო სტატიას აქვეყნებდნენ, მომავალშიც გამოაქვეყნებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ საგამოძიებო მასალების გამო თურქი თაღლითის წინააღმდეგ, უკვე აღძრულ გამოძიებაში, მოწმის სახით არაერთგზის გამოკითხულ იქნა ჩვენი დამფუძნებელი, როგორც ჟურნალისტი და გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად, ვინაიდან ზემოთ ხსენებულ პირთა შემხებლობა ამ ტენდერებთან საეჭვოდაა გამოკვეთილი, უკვე ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ გაიხადეს ამ პირებმა სამიზნედ ჩვენი დამფუძნებელი და ,,GEO NEWS”.
გვჯერა, რომ სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს პროფესიონალი გამომძიებლები, ისევე, როგორც ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის კვალიფიციური გამომძიებლები სათანადო და ეფექტურ შედეგს დადებენ – ამხელენ ყველა დამნაშავეს და ციხის გზას გაუყენებენ საკუთარ ,,პადძელნიკ” თურქ თაღლითთან ერთად.
გვინდა დავაზუსტოთ, რომ ნების არ არსებობაში საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს ვგულისხმობთ, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ერთია და მას პროკურატურა ჰქვია.
p.s. დამაინც გვგონია, რომ ეს საკითხი, ადრე თუ გვიან, წინ წავა….
( გაგრძელება იქნება )
,,GEO NEWS”





