
გრუნი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ლიდერია
სიანს პო ბორდოს უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტი – ნინი საკანდელიძე და სამართლის სკოლის სტუდენტი – ქეთევან თოდაძე, 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (Sciences Po Bordeaux) სწავლობენ.
სემესტრის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ Sciences Po Bordeaux-ს სერტიფიკატი, ხოლო გრუნი აღიარებს საფრანგეთში მიღებულ კრედიტებს.
ნინის და ქეთევანს ვულოცავთ საფრანგეთის პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტობას და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას!
,,GEO NEWS”





