• September

    30

    2026
  • 77
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – დღეს ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე

გურამ მაჭარაშვილი – დღეს ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე

ევროკავშირი რა კრიტერიუმებისა და პრინციპების საფუძველზე შეიქმნა? მისი მიზანი იყო, რომ თავისუფალი სახელმწიფოების სუვერენიტეტი უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილიყო და სხვა სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში შესვლა მიმზიდველი ყოფილიყო, დღეს, რას ვუყურებთ? – ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ პირიქით, სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ​ევროსაბჭოთა კავშირის შექმნა უკვე არავისთვის არის მომხიბვლელი.

„როდესაც ასეთი ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი საქართველოზე საუბრობს, მის რეპრესიებზე, სანქციებზე, აბა, გავახსენოთ, რომელი ქვეყნები საუბრობდნენ ასეთი ტონალობით? ასეთი ტონალობით საბჭოთა კავშირის მსგავსი ქვეყნები საუბრობდნენ. ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას გვიწუნებდა, რომ იქ დიქტატორული რეჟიმიაო, ჩინეთშიო. თავად ჩინეთში კარგად ჩადიან და ხელშეკრულებებიც აქვთ, მაგრამ ამ დროს, დიქტატორულ რეჟიმზე გადადიან და საუბრობენ დასანქცირებაზე, ბულინგზე და ა.შ.“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor