• October

    1

    2026
  • 30
  • 0
დავით მათიკაშვილი – „ევროპის სახალხო პარტია“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი გადმოაგდონ, ამიტომ მთავარი ის კი არ არის, რას ითხოვს ის ევროპიდან, არამედ რას ითხოვს ქართველი ხალხი

დავით მათიკაშვილი – „ევროპის სახალხო პარტია“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი გადმოაგდონ, ამიტომ მთავარი ის კი არ არის, რას ითხოვს ის ევროპიდან, არამედ რას ითხოვს ქართველი ხალხი

„ევროპის სახალხო პარტია“ სააკაშვილის და მისი სადისტური რეჟიმის მეგობრებით არის დაკომპლექტებული და ისინი საქართველოს თაობაზე ევროკავშირისგან სხვას რას მოითხოვენ?, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათთვის სიმართლე არ არის სიმართლე.

„ყოველთვის მოცემულობას იქ ეძებენ, სადაც ეს არ არსებობს. სააკაშვილის და აგენტურის დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობენ,
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი გადმოაგდონ. ეს დღევანდელი და გუშინდელი ამბავი არ არის. ამიტომ, მთავარი ის კი არ არის, რას ითხოვს „სახალხო პარტია“ ევროპიდან, არამედ რას ითხოვს ქართველი ხალხი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნულია„მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor