• June

    8

    2026
  • 32
  • 0
დავით სონღულაშვილი თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

დავით სონღულაშვილი თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები.

„დავით სონღულაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში თავისი სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და ელჩს მადლობა გადაუხადა ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მინისტრის განცხადებით, უწყებებს შორის საქმიანი შეხვედრები არსებული პარტნიორობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრარული პროდუქციის შესახებ და ყურადღება ქართულ თხილზე, თაფლსა და ღვინოზე გაამახვილა.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვის, სატყეო და სამთო-მოპოვების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.

მუსტაფა თურქერ არის განცხადებით, საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და არსებობს სრული მზაობა ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor