• June

    14

    2026
  • 102
  • 0
დავით ჩიხელიძე : ,,პოლიციელის მხრიდან ძალადობა შემზარავი და მიუღებელია, მაგრამ ეს არის კონკრეტული, ცალკეული შემთხვევა და მისი „სისტემურ დანაშაულად“ გასაღება მანიპულაციაა”

დავით ჩიხელიძე : ,,პოლიციელის მხრიდან ძალადობა შემზარავი და მიუღებელია, მაგრამ ეს არის კონკრეტული, ცალკეული შემთხვევა და მისი „სისტემურ დანაშაულად“ გასაღება მანიპულაციაა”

,,ორი აზრი არ არსებობს, ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია ! ასევე მიუღებელია დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა.

ტელეკომპანიის ეთერით გავრცელდა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განზოგადდა. ამით შეურაცხყოფა მიადგა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომელიც ყოველდღიურად ღირსეულად ემსახურება საკუთარ ხალხს და ქვეყანას.

ორი მთავარი რამ არის სათქმელი, დეზინფორმაციის გავრცელება, ისევე როგორც ძალადობა, დასჯადი უნდა იყოს ! არავის აქვს უფლება, მოსახლეობა სიცრუეში აცხოვროს.

პოლიციელის მხრიდან ძალადობა შემზარავი და მიუღებელია, მაგრამ ეს არის კონკრეტული, ცალკეული შემთხვევა და მისი „სისტემურ დანაშაულად“ გასაღება მანიპულაციაა.

სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს ,ნაციონალური მოძრაობის” დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დასაჯა. სწორედ ამაში იკვეთება სახელმწიფოს სიძლიერე და სისტემის სიჯანსაღე ” , – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

მოამზადა ქეთი ხომერიკმა

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor