• May

    6

    2026
  • 51
  • 0
დავით ჩიხელიძე : ,,ჯაშუშის დაკავება არის პრევენცია და გამაფრთხილებელი სიგნალი, როგორც ადგილობრივი აგენტებისთვის, ისე უცხოური სპეცსამსახურებისთვის, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მაღალი სტანდარტით”

დავით ჩიხელიძე : ,,ჯაშუშის დაკავება არის პრევენცია და გამაფრთხილებელი სიგნალი, როგორც ადგილობრივი აგენტებისთვის, ისე უცხოური სპეცსამსახურებისთვის, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მაღალი სტანდარტით”

ხანგრძლივი და მაღალპროფესიული ოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამხილა და დააკავა ქართული საზოგადოების სხეულში ღრმად ჩამალული რენეგატი პროვოკატორი, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის სასარგებლოდ. ამ გამორჩეულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ,,GEO NEWS” ესაუბრა ახალგაზრდა და პროფესიონალ ანალიტიკოსს, დავით ჩიხელიძეს, რომლის შეფასებებიც გამოირჩევა სიცხადითა და თანმიმდევრულობით, ასევე საკითხის ღრმა ფლობითა და შეფასების ერთმნიშვნელოვნებით. 

-ბატონო დავით, იმ ვითარებაში როდესაც რეგიონში ამდენი ცხელი წერტილია და მით უმეტეს უკრაინასა და ირანში დაძაბულობა მატულობს გვინდა გთხოვოთ სუს-ის ესოდენ წარმატებული ოპერაცია შეაფასოთ, ასევე აქცენტი გავაკეთოთ იმაზე თუ რამდენად და რის ფასად ხერხდება საქართველოში დესტრუქციული ძალების შეკავება ისე, რომ ქვეყნის სტაბილურობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს ?

-გეთანხმებით, დღეს მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მრავალი ცხელი წერტილია, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ირანთან დაკავშირებული მზარდი დაძაბულობა. მსგავსი პროცესები პირდაპირ აისახება საქართველოზეც, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მიმართ მოთხოვნებს კიდევ უფრო ზრდის.

ამ ფონზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, საბედნიეროდ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური დღეს აღჭურვილია თანამედროვე დონის ტექნიკით და რაც მთავარია, ჰყავს პროფესიონალთა გუნდი, სწორედ მათი დამსახურებაა ქვეყნის უსაფრთხოება და არსებული სიმშვიდე.

რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს მმართველი გუნდის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა, რაც სტაბილურობის მთავარი განმაპირობებელია. რაც არ უნდა თანამედროვე ტექნიკა გქონდეს, თუ არ გაქვს შესაბამისი ადამიანური რესურსი და კომპეტენცია, წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია. დღევანდელ სუს-ს კი ტექნიკასთან ერთად აქვს პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტი, რაც მათ სიძლიერეს განაპირობებს.

დესტრუქციული ძალების შეკავება ძირითადად საწყის ეტაპზევე ხდება, სანამ პროცესები რეალურ საფრთხეში გადაიზრდება. ეს არის პრევენციული ქმედებები, იქნება ეს წერტილოვანი დაკავებები თუ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მტრებს მოქმედების არეალს უზღუდავს და საქართველოს გაძლიერებას ემსახურება.

რაც შეეხება დღევანდელ დაკავებას, მსგავსი მასშტაბის ოპერაციების მიღმა 24 – საათიანი მუშაობა და გამოძიების გრძელი პროცესი დგას. აღნიშნული საქმის დაგეგმვა და გამოძიება ჯერ კიდევ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის დროს იქნებოდა დაწყებული ( რადგან მსგავს შედეგს დიდი დრო სჭირდება ) , დღეს კი ამ პროცესის დაგვირგვინება განხორციელდა.

რეალურად, ჯაშუშის დაკავება არის პრევენცია და გამაფრთხილებელი სიგნალი, როგორც ადგილობრივი აგენტებისთვის, ისე უცხოური სპეცსამსახურებისთვის, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მაღალი სტანდარტით ( რაც მამუკა მდინარაძის დიდი დამსახურებაა ) .

სუს-ს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა გამოავლინოს და დააკავოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ნებისმიერი პირი.

-ის რომ დღეს საქართველოში გეკა გელაძე და სულხან თამაზაშვილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან ქმნის თუ არა ურყევ გარანტიას ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და უსაფრთხოების რისკების სრული პროფილაქტიკისა ?

-რაც შეეხება გეკა გელაძესა და სულხან თამაზაშვილს, მათი საქმიანობა და პროფესიული რეპუტაცია მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით, გამოცდილებითა და სახელმწიფო ინტერესებისადმი ერთგულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ მართვის გამოცდილებას ფლობენ, არამედ კრიზისულ სიტუაციებში სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. მათი პრაქტიკული საქმიანობა აჩვენებს, რომ ისინი დანაშაულთან ბრძოლის პროცესში მოქმედებენ პრინციპულად და უკომპრომისოდ. აღნიშნული იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ ადამიანების ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნა საქართველოს სიმშვიდისა და სტაბილურობის მყარ საფუძველს ქმნის.

ღრმად მწამს და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გეკას და ბატონი სულხანის ხელმძღვანელობის პირობებში, როგორც შსს, ასევე სუს-ი კიდევ უფრო გაძლიერდება და მუშაობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა. ეს საკადრო რესურსი არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა დაცული იქნება ნებისმიერი შიდა თუ გარე დესტაბილიზაციის მცდელობისგან, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი სახელმწიფოს ურყევ განვითარებას უზრუნველყოფს.

პროფესიონალთა ასეთი კონსოლიდაცია უსაფრთხოების სექტორში დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ერთგვარ პრევენციულ ფარს წარმოადგენს.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor