• April

    17

    2026
  • 163
  • 0
დათო ლორთქიფანიძე : ,,ქართული ოცნების” გუნდის ერთმნიშვნელოვანი დამსახურებაა, როგორც საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციისკენ, ისე მშვიდობის პოლიტიკით სუვერენიტეტის გამყარება”

დათო ლორთქიფანიძე : ,,ქართული ოცნების” გუნდის ერთმნიშვნელოვანი დამსახურებაა, როგორც საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციისკენ, ისე მშვიდობის პოლიტიკით სუვერენიტეტის გამყარება”

სტაბილურობა, განვითარება და მომავლის ხედვა !

ინტერვიუ დათო ლორთქიფანიძესთან / მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ,,ქართული ოცნებიდან”.

დღევანდელ სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გამოცდილი პოლიტიკოსების ხედვა და ანალიზი. ჩვენი დღევანდელი სტუმარია დათო ლორთქიფანიძე, ადამიანი, რომლის მრავალწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის მნიშვნელოვან პროცესებთან.

ამ ინტერვიუში ბატონი დავითი აჯამებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიღწეულ პროგრესს და გვიზიარებს თავის ხედვას იმ ფუნდამენტური ფასეულობების შესახებ, რაც საქართველოს სტაბილურობის გარანტიაა.

ჩვენ ვისაუბრებთ საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე, ეკონომიკურ პოზიტიურ დინამიკასა და იმ იმედის მომცემ გზავნილებზე, რომლებიც ახალგაზრდა თაობისთვის არის განკუთვნილი. ეს არის საუბარი მომავალზე, რომელიც ეფუძნება რეალურ შედეგებს, ერთიანობის ძალასა და ქვეყნის განვითარების ურყევ ნებას.

-ბატონო დათო, თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ პოლიტიკაში, როგორ შეაფასებდით იმ პროგრესს, რომელსაც ,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მიაღწია ქვეყანამ ?

-საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეულ ნაწილს ავიწყდება 2012 წელს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომ იქნა მიღებული ( ვფიქრობ, ეს პერიოდულად მაინც უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს ) , რამაც ძირეულად შეცვალა ჩვენი მოასახლეობისთვის ევროპასთან წვდომის შესაძლებლობა. მოდით, ჩამოვთვლი რამდენიმეს :

ა)  2014 წელს გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება !

ბ)  2014 წელსვე გავაფორმეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება !

გ)  2017  წელს გავაფორმეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება !

დ) 2023 წელს მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი !

ნუთუ ეს სიკეთეები უმნიშვნელოა ? არა, რა თქმა უნდა, და როგორც იტყვიან, ,,გამგები გაიგებს”და ზუსტად ის გამგები არის ამომრჩეველი, რომელიც 2012 წლიდან ყველა ადგილობრივ თუ ცენტრალურ არჩევნებში მხარს გვიჭერს.

აქვე გვერდს ვერ ავუვლი 2012 წლიდან ქვეყნის ბიუჯეტისა და მშპ ( მთლიანი შიდა პროდუქტის /ეკონომიკის ) ზრდის განუხრელ პროგრესს და ვეტყოდი მკითხველს, რომ 2012 წლის ბიუჯეტი იყო 8,5 მილიარდი, დღეს არის უკვე 35 მილიარდი, შედარება მარტივია. აქვე, 2012 წელს მშპ იყო 28 მილიარდი და წელს უკვე გასცდა 100 მილიარდს და არის 114,1 მილიარდი, კომენტარი ზედმეტია !

-დღევანდელ რთულ საერთაშორისო გარემოში, როგორ ფიქრობთ, რა არის საქართველოს მთავარი ძალა, რომელიც ეხმარება ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნებაში ?

-დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, მაშინ როცა ჩვენს ,,სამეზობლოში”, არ მომერიდება და ვიტყვი, მიმდინარეობს ადამიანების დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიქტების მიწასთან გასწორება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის გაწონასწორებული და გონივრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენს სამშობლოში არ ცვივა ბომბები ( უფალმა დაგვიფაროს ) და არ იღუპება უდანაშაულო ხალხი. 

-თქვენ ხშირად საუბრობთ საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობაზე, რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ხალხში მეტი კონსოლიდაცია და ნდობა ჩამოყალიბდეს ?

-იცით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კონსოლიდაციისა და ნდობის ასამაღლებლად, მაგრამ ბრძნული გამონაქვამია : ,,მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო” და ე.წ. ოპოზიციის გამოხტომებზე ყოველ ჯერზე ეს გამონათქვამი მახსენდება. აბა სხვა რა მიესადაგება მათ ქმედებებს, მაშინ როცა 5-ჯერ ჰქონდათ მცდელობა არეულობით მოეხდინათ ხელისუფლების შეცვლა. კარგად გვახსოვს რა ენთუზიაზმით შეუტიეს პრეზიდენტის სასახლის ,,მისადგომებს”. ასე რომ ,,ბურთი ოპოზიციის მოედანზეა”და სჯობს, ხელი აიღონ საქართვლოსთან ბრძოლაზე. ასევე შეეცადონ, მოიცილონ უცხოელი აგენტებისა და სამშობლოს მტრების სრულიად სამართლიანად ქართველი ხალხის მიერ მათზე მორგებული იარლიყი.

-როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, რა გზავნილს გაუგზავნიდით ახალგაზრდა თაობას, რომელიც ახლა იწყებს ქვეყნის მომავალზე ფიქრს და აქტიურად ერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ?

-რაც შეეხება ჩვენს ახალგაზრდობას, მე როგორც ათწლეულები ქართულ საზოგადოებრივ საქმიანობაში და არა მარტო პოლიტიკაში მყოფმა პოლიტიკოსმა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვეზრდება ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდობა, რომლებიც არიან აბსოლუტურ უმრავლესობაში და კარგი იქნებოდა თუ თავიანთ თანატოლებს აუხსნიდნენ რა არის საჭირო საქართველოს გასაძლირებლად ( დაპირისპირება ცალსახად არაა პოზიტიური მომავლის მომასწავებელი ) , ეცადონ აუხსნან, რომ მათ ამ ,,პანიკურ ქცევას, აქციობანას” მომავალი არ აქვს და გადმოიყვანონ ისინი თავიანთ სწორ პლატფორმაზე.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS” 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor