
დიტო ჩუბინიძე : ,,მე ვიცი ის, რაც მოხდა ფაქტი, რომ 26 იანვარს ჩავწერე ეს ინტერვიუ, 2 თებერვალს გამოქვეყნდა გაზეთ ,,ასავალ-დასავალ”-ში და 4 აპრილს კაცი სახლში ქალბატონმა ხათუნა სირაძემ იპოვა ჩამომხრჩვალი”
გაზეთ ,,ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე, Facebook live-ში უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან, ისევე როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა და ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაფერი იციან.
ჩუბინიძე იხსენებს ლაზარე ჯორბენაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს დეტალებს და ასევე საუბრობს იმაზე, რომ გარდაცვლილ ჯორბენაძეს ჰყავს მეორე ცოლი – მზეონა ჟიჟილაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის ლაზარე ჯორბენაძის „ჯვარდაწერილი“ მეუღლე და ერთად 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
„იცის თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ნიკა გვარამიამ და თაზუნი დათუნიშვილმა თუ დათუნი თაზუნიშვილმა, მაპატიოს ამ კაცმა, არ დავცინი, ნამდვილად მეშლება, სახელი რომელია, გვარი რომელია და გია ხუხაშვილმა და ვიღაც ვიღაცებმა იციან თუ არა. რა უნდა იცოდეს, ვიკითხო, ან მე რა ვიცი, ძვირფასო მეგობრებო, ან ირაკლი ღარიბაშვილმა შეიძლება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და დარწმუნებული ვარ, უამრავი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ან ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა რა უნდა იცოდეს ახლა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ.
მე ვიცი ის, რაც მოხდა ფაქტი, რომ 26 იანვარს ჩავწერე ეს ინტერვიუ, 2 თებერვალს გამოქვეყნდა გაზეთ ,,ასავალ-დასავალ”-ში და 4 აპრილს კაცი ლაზარე შაბათს მძიმე მარხვაში, კაცი, რომელიც იყო აღმსარებელი, წირავდა კარსნის ეკლესიაში, როგორც მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ხათუნა სირაძემ, მამცნო, WhatsApp-ის სატელეფონო ზარით, სახლში იპოვა ჩამომხრჩვალი და ჩამოხსნა მარტომ. ჩამომხრჩვალი კაცი, ქალმა. მაგრამ ზეგ ,,ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდება ლაზარე ჯორბენაძის სხვა მეუღლის, მეორე მეუღლის, ქალბატონი მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ის არის ჯვარდაწერილი მეუღლე, 25 წელიწადი ცხოვრობდნენ სიამტკბილობით და ბევრს საინტერესოს ყვება,“- აცხადებს დიტო ჩუბინიძე.
მოამზადა – ირაკლი მაისურაძემ
,,GEO NEWS”





