• May

    11

    2026
  • 32
  • 0
დონალდ ტრამპი – აშშ-ის ძალისხმევით, რუსეთისა და ბელარუსის ციხეებიდან პოლონეთისა და მოლდოვის მოქალაქეები გაათავისუფლეს

დონალდ ტრამპი – აშშ-ის ძალისხმევით, რუსეთისა და ბელარუსის ციხეებიდან პოლონეთისა და მოლდოვის მოქალაქეები გაათავისუფლეს

აშშ-ის ძალისხმევით, რუსეთისა და ბელარუსის ციხეებიდან პოლონეთისა და მოლდოვის მოქალაქეები გაათავისუფლეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორისაა პოლონეთის სამი და მოლდოვის ორი მოქალაქე.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა.

„ჩემი მეგობარი, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გასული წლის სექტემბერში შემხვდა და მთხოვა, დავხმარებოდი ანდჟეი პოჩობუტის ბელარუსის ციხიდან გათავისუფლებაში. დღეს პოჩობუტი ჩვენი ძალისხმევის წყალობით თავისუფალია. შეერთებული შტატები ეხმარება მოკავშირეებსა და მეგობრებს. მადლობა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. ძალიან სასიამოვნოა!“ – წერს ტრამპი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor