• May

    4

    2026
  • 28
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ორშაბათს დილით ჰორმუზის სრუტიდან გემების უსაფრთხოდ გამოყვანას დაიწყებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ორშაბათს დილით ჰორმუზის სრუტიდან გემების უსაფრთხოდ გამოყვანას დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ორშაბათს დილით ჰორმუზის სრუტიდან გემების უსაფრთხოდ გამოყვანას დაიწყებს.

მისივე თქმით, ეს არის ჰუმანიტარული ჟესტი შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და განსაკუთრებით კი ირანის მხრიდან.

„მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, რომელთაგან თითქმის ყველა არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, რომელიც ასე თვალსაჩინოდ და ძალადობრივად მიმდინარეობს ყველასთვის, შეერთებულ შტატებს სთხოვეს, დაეხმარონ მათი გემების გათავისუფლებაში, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში არიან ჩაკეტილები, რასთანაც მათ აბსოლუტურად არაფერი აქვთ საერთო – ისინი უბრალოდ ნეიტრალური და უდანაშაულო დამკვირვებლები არიან! ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და შეერთებული შტატების საკეთილდღეოდ, ჩვენ ვუთხარით ამ ქვეყნებს, რომ ჩვენ უსაფრთხოდ გამოვიყვანთ მათ გემებს ამ შეზღუდული მარშრუტებიდან, რათა მათ თავისუფლად და ეფექტურად შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება. კიდევ ერთხელ, ესენი არიან გემები მსოფლიოს იმ რეგიონებიდან, რომლებიც არანაირად არ არიან ჩართულნი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში. მე ვუთხარი ჩემს წარმომადგენლებს, აცნობონ მათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი გემები და ეკიპაჟები უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ სრუტიდან. ყველა შემთხვევაში, მათ თქვეს, რომ ისინი არ დაბრუნდებიან, ვიდრე ეს ტერიტორია უსაფრთხო არ გახდება ნავიგაციისთვის და სხვა ყველაფრისთვის. ეს პროცესი, „პროექტი თავისუფლება“, დაიწყება ორშაბათს დილით, ახლო აღმოსავლეთის დროით“, – აცხადებს ტრამპი.

ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ირანს შორის დისკუსია მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა, „ძალიან პოზიტიური“ შედეგი გამოიღოს. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემებისა და ეკიპაჟის უმეტესობა „გარემოების მსხვერპლია“.

„ვიცი, რომ ჩემი წარმომადგენლები ირანთან ძალიან პოზიტიურ დისკუსიებს აწარმოებენ და რომ ამ დისკუსიებმა შეიძლება, ყველასთვის ძალიან პოზიტიური შედეგი გამოიღოს. გემების მოძრაობა მხოლოდ იმ ადამიანების, კომპანიებისა და ქვეყნების გათავისუფლებას ისახავს მიზნად, რომლებმაც აბსოლუტურად არაფერი ცუდი არ ჩაიდინეს – ისინი გარემოებების მსხვერპლნი არიან. ეს ჰუმანიტარული ჟესტია შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, მაგრამ განსაკუთრებით ირანის სახელით. ამ გემების უმეტესობას აკლდა საკვები და ყველაფერი, რაც აუცილებელია გემზე ჯანსაღი და სანიტარული პირობებით დარჩენისთვის. ვფიქრობ, ეს დიდ როლს შეასრულებს კეთილი ნების გამოვლენაში ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც ბოლო თვეების განმავლობაში ასე დაძაბულად იბრძოდა. თუ რამე ფორმით ამ ჰუმანიტარულ პროცესში ჩარევა მოხდება, სამწუხაროდ, ამ ჩარევას ძალისმიერი რეაგირება მოუწევს“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor