• June

    9

    2026
  • 31
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტესთან აშშ-ის არმიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტესთან აშშ-ის არმიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან

ჰორმუზის სრუტესთან აშშ-ის არმიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორივე წევრი უსაფრთხოდაა.

„პილოტები კარგად არიან, არავინ დაშავებულა. ხვალ ოფიციალურ ანგარიშს გამოვაქვეყნებთ, მაგრამ პილოტები კარგად არიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„ასოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, აღნიშნული ვერტმფრენი ამერიკული ძალების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ირანული ნავთობის გადაზიდვებისა და ტანკერების ბლოკადის განხორციელებისას, რომელთა მიზანიც თეირანზე ზეწოლაა, რათა ქვეყანა შეთანხმებას დათანხმდეს.

მედიის ცნობით, ამავე ტიპის ვერტმფრენებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც იყენებდნენ ირანული დრონების ჩამოსაგდებად.

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტესთან აშშ-ის Apache-ის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor