• April

    16

    2026
  • 58
  • 0
დონალდ ტრამპი – ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება

დონალდ ტრამპი – ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება

ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ ირანთან შეთანხმების დადებასთან ძალიან ახლოსაა.

„ირანთან შეთანხმებას ვდებთ და ეს კარგი შეთანხმება იქნება, ეს იქნება შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი განცხადება, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. მოდით, ვიყოთ გულახდილები, 20-წლიანი ლიმიტი არ არსებობს. ვფიქრობ, შანსი გვაქვს და თუ ეს მოხდება, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა, ფასები მნიშვნელოვნად დაეცემა, ინფლაცია მნიშვნელოვნად დაეცემა. ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor