• September

    4

    2026
  • 42
  • 0
ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესში შეზღუდვების მექანიზმის პროექტს სექტემბრის ბოლოსთვის მოამზადებს

ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესში შეზღუდვების მექანიზმის პროექტს სექტემბრის ბოლოსთვის მოამზადებს

სექტემბრის ბოლოს ევროკომისიამ უნდა წარმოადგინოს წინადადებები ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის შეზღუდვებისა და დამცავი მექანიზმების შესახებ, – ამის შესახებ, ირლანდიის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, თომას ბირნმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

შეხვედრას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ბირნის თქმით, ევროკომისია სექტემბრის ბოლომდე შეიმუშავებს წინადადებებს ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის შესაძლო შეზღუდვების შესახებ.

„ჩვენ წევრ სახელმწიფოებს შორის განვიხილავთ გაწევრიანების პროცესში დამცავი მექანიზმების საკითხს. აქ ასევე იქნება ევროკომისარი იუსტიციის საკითხებში მაკგრატი, რათა ვისაუბროთ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე“, – განაცხადა ბირნმა.

მისივე თქმით, ევროკომისია დამცავი მექანიზმების შესახებ წინადადებებს თვის ბოლოსკენ წარადგენს.

„ვფიქრობ, მინისტრებისთვის სასარგებლო იქნება იმ საკითხების განხილვა, რომლებშიც ისინი აუცილებელ დამცავ მექანიზმებს ხედავენ. არსებითად, ეს ყველაფერი გაწევრიანების ხელშეკრულების ნაწილი გახდება“, – აღნიშნა ირლანდიელმა მინისტრმა.

მისივე თქმით, „დამცავი მექანიზმების განხილვა რეალურად მონტენეგროს გაწევრიანების პროცესის ნაწილია“.

მანამდე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პროცესში ცვლილებების ოთხი მიმართულება წარადგინა: ევროკავშირის შიდა რეფორმები, დემოკრატიული გარანტიების გაძლიერება, ეტაპობრივი ინტეგრაცია და გარდამავალი ზომები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor