• May

    5

    2026
  • 118
  • 0
ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა ტელეკომპანიების – „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ.

კერძოდ, ბრეიზასა და შჩერბას შესწორების მიხედვით, „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ მოხსენიებულია „დეზინფორმაციისა და ანტიევროპული პროპაგანდის გავრცელების“ კონტექსტში.

შესწორებაში აღნიშნულია, რომ ისინი მოქმედებენ, „როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ინსტრუმენტები“. შესწორების ავტორები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, „განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აღნიშნული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაში მონაწილეობენ“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor