• October

    15

    2024
  • 85
  • 0
ემანუელ მაკრონი – ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა

ემანუელ მაკრონი – ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, საუბრის დასრულების შემდეგ ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა.

„ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა. ამიტომ, ახლა არ არის დრო გაერო-ს გადაწყვეტილებების უგულებელყოფისთვის“, – ციტირებს მედია წყაროებზე დაყრდნობით მაკრონს.

საფრანგეთის პრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა.

„შევახსენებთ საფრანგეთის პრეზიდენტს: ისრაელის სახელმწიფო არა გაერო-ს რეზოლუციამ, არამედ დამოუკიდებლობის ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ დააფუძნა, გმირი მებრძოლების სისხლის ფასად, რომელთაგან ბევრი ჰოლოკოსტს გადაურჩა – მათ შორის საფრანგეთის ვიშის რეჟიმს“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor