• June

    3

    2026
  • 20
  • 0
ემანუელ მაკრონი – უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის

ემანუელ მაკრონი – უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის.

მისი თქმით, უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა უნგრელი ხალხის ერთგულება ევროპული ღირებულებების მიმართ.

„თქვენთან ერთად, როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის, ახალი ერა იწყება. თქვენმა არჩევნებმა აჩვენა უნგრელი ხალხის მტკიცე ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც თქვენ ასრულებთ ევროკომისიასთან და სხვა რამდენიმე ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოთ კანონის უზენაესობისა და კავშირის ფუნდამენტური ღირებულებების სრული პატივისცემა უნგრეთში“, – განაცხადა მაკრონმა.

თავის მხრივ, მადიარმა მადლობა გადაუხადა მაკრონს მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთი და საფრანგეთი კონსტრუქციული პარტნიორები იქნებიან.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტი 23 ოქტომბერს ბუდაპეშტში მიიწვია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor