• November

    17

    2026
  • 37
  • 0
ემანუელ მაკრონი – ჩვენ სრული არეულობის სამყაროში ვართ და ვფიქრობ, რომ დღეს არსებობს ცდუნება, გავხდეთ ჩინეთის ან აშშ-ის ვასალი, საფრანგეთს არ სურს, რომელიმე სახელმწიფოს ვასალი გახდეს

ემანუელ მაკრონი – ჩვენ სრული არეულობის სამყაროში ვართ და ვფიქრობ, რომ დღეს არსებობს ცდუნება, გავხდეთ ჩინეთის ან აშშ-ის ვასალი, საფრანგეთს არ სურს, რომელიმე სახელმწიფოს ვასალი გახდეს

ვფიქრობ, რომ დღეს არსებობს ცდუნება, გავხდეთ ჩინეთის ან აშშ-ის ვასალი, -ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მალაიზიაში, კუალა ლუმპურში გამართულ მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთს არ სურს, რომელიმე სახელმწიფოს ვასალი გახდეს და პარიზი მრავალმხრივი წესრიგის დაცვას უჭერს მხარს.

„ჩვენ სრული არეულობის სამყაროში ვართ და ვფიქრობ, რომ დღეს ცდუნებაა, გავხდეთ ჩინეთის ან აშშ-ს ვასალი. ყოველ შემთხვევაში, ვვარაუდობ, რომ ეს ამ ორი დიდი ძალის პროექტია. ჩვენი მიზანი არ არის, ვასალი გავხდეთ, არამედ ჩვენი მიზანია მრავალმხრივი წესრიგის დაცვა, ჩვენი სტრატეგიული ავტონომიის შენარჩუნება, გაძლიერება და გვინდა, უფრო დამოუკიდებლები გავხდეთ“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებული არ არის.

„ვფიქრობ, არ უნდა უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ საფრანგეთს თავდაცვის ძალიან სპეციფიკური მოდელი აქვს. ჩვენ არ ვართ დამოკიდებულნი აშშ-ზე. ჩვენ გვაქვს საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ თვითონ ვქმნით კრიტიკულ შესაძლებლობებს“, – განაცხადა მაკრონმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor